ფოკუსი

27 მარტი,2015

- ბიზნესფორუმი ანაკლიაში, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, აქციის ფონზე წარიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ წითელი ბარეთებითა და შეძახილებით განუხორციელებელი პროექტები და დაპირებები გააპროტესტა.
- გახმაურებული საქმის მასალები უკვე სასამართლოშია - ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ მასალები სასამართლოს დღეს ჩააბარეს. ირაკლი ალასანიას გუნდი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
- მერია ადმინისტრაციული ხარჯების ორ მილიონზე ნაკლებით შემცირებას გეგმავს, თუმცა საკრებულოში სხვა იდეებიც გაჩნდა - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მერიას ავტოპარკის შემცირებას სთავაზობს. ინიციატივას უკვე გამოეხმაურა მერია.
- მომავალი თვიდან ინტერნეტის მომხმარებელს მომსახურება 10-15%-ით გაუძვირდება, ეს შეეხება ორივე ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის აბობნენტებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზედა ზღვრული ფასის დაწესებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ტარიფის ზრდის ერთერთი მთავარ მიზეზი ლარის გაუფასურებაა.
- უნდა მიიღოს თუ არა სკოლამ, როგორც საჯარომ, ასევე კერძომ, ბავშვები, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 6 წელი - მოქმედი კანონმდებლობა ამას კრძალავს, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ბავშვის 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანის დაშვებას გულისხმობს.

კომენტარები