გლდანის გამგეობა

გლდანის გამგეობასთან ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

რუსთავი 2

გლდანის გამგეობასთან გამგეობის ყოფილი თანამშრომლები და მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი გამგებელს ნეპოტიზმსა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გამგეობასთან აქციის მონაწილეებსა და დაცვის წევრებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რის გამოც თვითმმართველ ორგანოსთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შენობასთან ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

გლდანის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათ გამოცდები ჩააბარეს, თუმცა სამსახურიდან მაინც დაითხოვეს და "ის ადამიანები დაასაქმეს, რომლებმაც გამოცდების ჩაბარება ვერ მოახერხეს". 

კომენტარები