კრიმინალი

აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას უფროსი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით შპს აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას დირექტორი სიმონ ჭელიძე და მოქალაქე რობიზონ ონიანი დააკავა. 

"ბრალდებულებმა ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების - 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

კომენტარები