- დღეს ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა -კითხვებზე პასუხის გაცემამდე პრემიერმა 45 წუთიან მიმართვაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაჯამა - წარმატებული პროექტები და გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, ინვესტორების რაოდენობის ზრდა და ტურისტების არნახული მატება - ამ წარმატებების ჩამოთვლის მიუხედავად პრემიერს მაინც მოუწია ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბარი.
- ყველა მინისტრით კმაყოფილი არ ვარ - ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურნენ მთავრობის წევრები.
- 100 -არა, 105 საწარმო - ასე პასუხობს პრემიერი ღარიბაშვილი ახალი საწარმოების შექმნის შესახებ კითხვებს. პრემიერი უკვე შექნილ საწარმოებში ჟურნალისტებს მედია ტურსაც დაპირდა.
- დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული ტრადიცია არ დაურღვევია და მისთვის მიუღებელი, კრიტიკული კითხვების პასუხად კვლავ ჟურნალისტების მიკერძოებულობაზე დაიწყო საუბარი. ბრმა იარაღი, რომლებსაც იყენებენ - ასე უწოდა დღეს მის მოსასმენად შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმინისტრმა თუმცა მალევე დააყოლა რომ მისი ნათქვამი ნახევრად ხუმრობა იყო და არავის სწყენოდა.
- ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი პრესკონფერენციაზე ტრადიციულად არ დაიშურა ეპითეტები ნაციონალური მოძრაობის მიმართ -სასაცილო, გაუგებარი, სექტა, არეულობის შემომტანი. პრემიერმინისტრმა სტუდია ობიექტივის კითხვის პასუხად ვრცლად ისაუბრა 21 მარტს აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობაზე და მათ მოტივებზე. ღარიბაშვილის ინფორმაციით, აქციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დაშლის პირას იყო მისული.
- გამოძიების ვერსიით, ავიაკატასტროფა საფრანგეთში მეორე პილოტმა განზრახ გამოიწვია. ეს ინფორმაცია მარსელის პროკურორმა გაავრცელა. დეტალები ფოკუსის სიუჟეტში
ფოკუსი




