ფოკუსი

25 მარტი, 2015

- დღეს მედიაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები გამოჩნდა - გამოკითხულთა 55% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის შედეგებში მოხვდა ბოლო თვეების მთავარი თემა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც - გამოკითხულებისთვის ის ქვეყნის მთავარი პრობლემაა, მას მაღალი გადასახადები მოჰყვება. ეკონომიკური მიმართულების გარდა, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც რომლებიც ფიქრობენ რომ კორუფციისა და კრიმინოგენული მდგომარეობის მიმართლებით ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა.
- საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის კვლევა მთავრობის საქმიანობის შეფასებასაც მოიცავს - გამოკითხულთა დაახლოებით მესამედისთვის ქართული ოცნების კოალიციის მთავარი ჩავარდნა დაპირებების არშესრულებაა. კვლევა ცხადყოფს, რომ გამოკითხულები უფრო ნაკლებად ენდობიან როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს, პროკურატურასა და სასამართლოსაც.
- ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს ? საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოკითხული ადამიანები ამ კითხვასაც პასუხობენ. კვლევა აჩვენებს მოსახლეობის დამოკიდებულებას თუ ვინ მოაგვარებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
- 17 ევროპარლამენტარი თბილისის ყოფილი მერისათვის ახალი ბრალის წაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს - მათ საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნულია, რომ უგულავასთვის ბრალის დამძიმება შერჩევითი სამართლის შემთხვევათაგან ერთ-ერთია.

კომენტარები