ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი უკრაინაში ვიზიტზე: ამ ეტაპზე დაკავებული ვარ საშინაო საქმეებით

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში ჯერჯერობით არ შედგება. კიევში ჩასვლას ღარიბაშვილი ჯერ კიდევ გასული წლიდან გეგმავდა.

"ამ ეტაპზე დაკავებული ვარ საშინაო საქმეებით და მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო გარე ვიზიტებს, თუ რაღაც გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება", - თქვა პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

პრემიერის თქმით, ვიზიტის გადადების მიზეზი არ არის ის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დაინიშნენ უკრაინის მთავრობაში.

რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, პრემიერის თქმით, "პოროშენკოს დავურეკე და ღიად შევთავაზე, ნებისმიერი სფერო დამისახელე, რაში გჭირდება ჩვენგან დახმარება-მეთქი."

კომენტარები