ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: სად არის საწარმოები? მთელ რეგიონებში, ყველგან

სად არის 100 საწარმო? 105 და არა - 100. მე გითხარით, რომ 105-ია და არა - 100. მე გთავაზობთ, რომ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ან ეკონომიკის სამინუსტროს ან ორივეს ერთად, მოვაწყოთ ერთობლივად მედიატური... მე პირადად, რამდენიმე საწარმო გავხსენი გასულ წელს. მე მეკითხებით, სად არის საწარმოები? მთელ რეგიონებში, ყველგან და არაფერი არ არის დამალული, ეს არის კონკრეტული ფაქტები. თქვენ როგორ გგონიათ, რომ მე გავბედავდი და მოვიტყუებოდი, გეტყოდით ტყუილს, რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ? არც ერთ შემთხვევაში. მე ვიცი, რომ დღეს მედია არის ძალიან ძლიერი, ხართ ჩასაფრებულები, გვყავს ძლიერი ოპონენტები, არაერთი.. და მე არასოდეს ტყუილს არ ვიკადრებ, რომ ვუთხრა, მოსახლეობას, 105 საწარმო შევქმენით, თუ არ შევქმენით. ეს არის კონკრეტული ფაქტები. არ გჯერათ? შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ განახოთ 105 საწარმო. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი დამთავრებული არ არის. მე გითხარით, რომ შეიქმნა, დაფინანსდა 105 საწარმო და გადაიარაღდა 580 საწარმო.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე პრესკონფერენციაზე კითხვაზე, სად არის 100 საწარმო.

კომენტარები