ლარის გაუფასურება

ლარის კურსი ყველა ძირითადი ვალუტის მიმართებით გამყარდა

REUTERS | Associated Press

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა, რომელიც ძალაში ხვალიდან შევა. ეროვნული ვალუტა ყველა ძირითადი ვალუტის, მათ შორის აშშ დოლარის, ევროს, ბრიტანული გირვანქა სტერლინგისა და სხვა ვალუტების მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ვარაუდობს. 

ლარი დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.22 ლარი ეღირება. ევროსთან კი 0.78 თეთრით გამყარდა, 26 მარტს ერთი ევრო 2.44 ლარი ეღირება. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აპრილიდან სავალუტო შემოდინებების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, რასაც ეროვნულ ვალუტაზე დადებითი ეფექტი ექნება.

კომენტარები