ფოკუსი

24 მარტი, 2015

- ეარბას 320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა, საფრანგეთის პროვანსის პროვინციის ალპების დეპარტამენტში კატასტროფა განიცადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კატასტროფის ადგილისკენ ფრანგი მაშველები მიემართებიან. ფრანსუა ოლანდი ეჭვობს, რომ ბორტზე მყოფი ადამიანებიდან ვინმე გადარჩენილიყო. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
- ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.22 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 23 თეთრი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი 3 თეთრით გაუფასურდა, რაც დოლართან მიმართებით ევროს გამყარებას უკავშირდება - ხვალ ერთი ევრო 2 ლარი და 44 თეთრი ეღირება. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13 პროცენტით არის გაზრდილი.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ რეალური მონაცემების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. თავად ნოდარ ხადური კი არასამთავრობო ორგანიზაციას ეკონომიკასა და საჯარო ფინანსებში ცოდნას უწუნებს.
- დღეს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეების მიმდინარეობას დააკვირდა. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ხშირად ცდილობს აღმკვეთი ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენოს.

კომენტარები