ზაზა ფაჩულია

ფაჩულიამ ჰიტის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა და მატჩის გმირი გახდა

www.nba.com/bucks

გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა NBA-ს მორიგ შეხვედრაში მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება, ჰიტის წინააღმდეგ ფაჩულიამ თავგანწირული თამაშით ბაქსს ბოლო წამზე მოაგებინა.

მართალია, გამარჯვების მომტანი სამქულიანი კრის მიდლტონმა ჩააგდო, მაგრამ რომ არა ქართველი ცენტრი, ვისკონსინური გუნდი შეხვედრას უეჭველად დათმობდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მესამე მეოთხედში მაიამი წინ გაიჭრა.

მეოთხე მეოთხედის პირველ წუთებში ჰიტი მეტოქეზე 16 ქულით წინ იყო, მაგრამ მილუოკელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც მასპინძლები 88-86 აგებდნენ, ბეილისმა გამათანაბრებელი ორქულიანის ჩაგდება ვერ შეძლო, ბურთი ბრძოლის შედეგად პარკეტს ტოვებდა, როდესაც ზაზა ფაჩულიამ ყველასათვის მოულოდნელად მისი თამაშში დაბრუნება შეძლო და შეხვედრის დასრულებამდე ორი წამით ადრე, კრის მიდლტონს უპასა. ამ უკანასკნელის მიერ ნატყორცნი სამქულიანი ზუსტი გამოდგა და ბაქსმაც 89-88 გაიმარჯვა.

მატჩის გმირები ზაზა ფაჩულია და კრის მიდლტონი გახდნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა - 26 და გარდა ამისა, შეხვედრის განმავლობაში, სასარგებლოსთან ერთად ლამაზი რამდენიმე გადაცემა გააკეთა. საბოლოოდ, ფაჩულიამ 14 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა

კომენტარები