IRI-ის კვლევა

IRI: პროკურატურის მიმართ ნდობა 2012 წლის დეკემბრის შემდეგ 35%-ით შემცირდა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობა 14%-ით (50%-დან 36%-მდე) შემცირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას 2012 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 71% ენდობოდა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, წინა კვლევასთან შედარებით, მის მიმართ ნდობა 11%-ით არის შემცირებული (52%-დან 41-მდე). საგულისხმოა, რომ 2012 წლის დეკემბერში სასამართლოს 62% ენდობოდა, 2012 წლის ივლისში 53%, ხოლო 2011 წლის დეკემბერში - 54%.

აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

კომენტარები