IRI-ს კვლევა

IRI: 81% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მთავარი პრობლემა ლარის გაუფასურებაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა ლარის გაუფასურებაა. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 45% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მთავარი პრობლემა გადასახადების მაღალი მაჩვენებელია.

კითხვაზე, "როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში",  რესპონდენტთა 50% პასუხობს, რომ "გაუარესდა", 45%-სთვის იგივე დარჩა, ხოლო გამოკითხულთა 4%-სთვის "შედარებით გაუმჯობესდა".

კომენტარები