ფოკუსი

23 მარტი,2015

- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადაყენების მოთხოვნით პარლამენტში კონსლუტაციებს იწყებს. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ნაციონალური მოძრაობა აქციების გამართვასა და ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნას გეგმავს. მსგავსი კომიტეტები დასაწყისისთვის გურჯაანში, სენაკსა და თბილისში შეიქმნება.

- ჯერ კიდევ უცნობია, რა ფორმატში ჩატარდება 31 მარტს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.

- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა კორპუსს ოფიციალურად წარუდგინა.მარგველაშვილის თქმით დღეს ქართულ მართლმსაჯულებას ისტორიული პერიოდი აქვს.

- მაისში, რიგის სამიტზე, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს და უკრაინასა უვიზო რეჟიმის შემოღების სამოქმედო გეგმას არ შესთავაზებს", - ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურმა რადიომ მის მიერ მოპოვებულ რიგის სამიტის დასკვნითი დეკლარაციის სამუშაო ვერსიაზე დაყრდნობით გაავრცელა.
რუსეთში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ეს ცნობა რეგიონების პარტიამ ოფიციალური განცხადებთ დადასტურა, რომლითაც დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. თუმცა, ოფიციალურად იანუკოვიჩი-უმცროსის გარდაცვალებას ჯერჯერობით არც კიევი და არც მოსკოვი ადასტურებენ.

კომენტარები