იური ვაზაგაშვილის საქმე

ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილს ბრალს დაუმძიმებენ. თუმცა, პროკურატურა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა მუხლით. ეს ინფორმაცია "იმედის კვირისთვის" გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურება. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი კიდევ ერთი დნმ სასაფლაოს დამლაგებელ ირინა გიგოლაშვილს ეკუთვნის. ხოლო კიდევ ერთი დნმ, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, "დანაშაულის იარაღის სახელურზე" დაფიქსირდა, უკვე გაშიფრულია, თუმცა, პირი იდენტიფიცირებული არ არის. უწყების განცხადებით, ეს უკანასკნელი კავშირშია დანაშაულთან.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა.

კომენტარები