ყირიმის ანექსია

ფილიპ ჰემონდი: რუსეთმა ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს

huffingtonpost.co.uk

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი რუსეთს ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ყირიმის ანექსია იყო საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევა.

"ჩვენი გზავნილი რუსეთისთვის არის თანმიმდევრული და მკაფიო: 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია იყო უკანონო და არალეგიტიმური და 2015 წლის მარტშიც არალეგიტიმურად რჩება. რუსეთმა ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 18 მარტს ერთი წელი გავიდა.

კომენტარები