- მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია 5 საათზე დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული პროტესტის მონაწილეებმა, თავისუფლების მოედანზე წითელი ბარათები მიიტანეს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს.
- აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე დღის ოთხ საათზე შეიკრიბნენ. ისინი ვარდების და კოლმეურნეობის მოედნებიდან მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მიუძღოდნენ.
- თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია. ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ არც ერთ ძალას არ მისცემს საშუალებას ქვეყანა წარსულში დააბრუნოს.
ფოკუსი




