უკრაინა-თურქეთი

თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ერდოღანმა უკრაინას თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი უკრაინას კრედიტისა და გრანტის სახით 60 მილიონ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ასევე მზადაა, ომით დანგრეული რეგიონების აღდგენაში მიღოს მონაწილეობა.  

კომენტარები