21 მარტის აქცია

თავისუფლების მოედანზე აქცია ლოზუნგით - გადადგეს უუნარო მთავრობა - იწყება

ტაბულა

თავისუფლების მოედანზე აქცია ლოზუნგით - გადადგეს უუნარო მთავრობა - იწყება. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის და ნატოს დროშები. ასევე, ბანერები - მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდება ვარდების მოედნიდან დაწყებული მსვლელობა. 

"თქვენი სიმრავლე არის სიმშვიდის გარანტი" - მიმართა აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.

"ეს მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს. სხვა შანსი ქართველ ხალხს არ დაუტოვეს" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

კომენტარები