21 მარტის აქცია

ბარათაშვილის ქუჩიდან და ვარდების მოედნიდან მსვლელობები უკვე დაიწყო

ტაბულა

ბარათაშვილის ქუჩიდან (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების მსვლელობა უკვე დაიწყო. ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც 16:00-ზე აქციაა დაგეგმილი. მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - დავასრულოთ ივანიშვილის მმართველობა. მსვლელობას წინ მოუძღვებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები.

მსვლელობა უკვე დაიწყო ვარდების მოედნიდანაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი წარწერით – გადადგეს უნიათო მთავრობა. 

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00-ზე დაიწყება. თბილისის მოსახლეობის გარდა, აქციას უერთებიან კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან, იმერეთიდან წამოსული კოლონები.

კომენტარები