21 მარტის აქცია

ბიბილაშვილი: ივანიშვილი არის ჩვეულებრივი თაღლითი

დღეს არ დარჩა ალბათ ადამიანი საქართველოში, რომელმაც არ გააცნობიერა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ბევრი ადამიანისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ეს ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი თაღლითი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა იმთავითვე თაღლითური დაპირებები. რომელიც პირველი წლის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ უკვე ყველაფერი შეასრულა. ხოლო დღეს, იმ სიტუაციაში, როცა ადამიანები ყოველდღიურად ღარიბდებიან, ყოველდღიურად იკლებს მათი ოჯახის შემოსავალი, ის ამბობს, რომ თურმე ჩვენ არარეალური მოლოდინები გვქონია და კიდევ ოც წელს უნდა ველოდოთ. რეალურად მოხდა ის, რომ მან აისრულა თავისი პირადი ოლიგარქიული ოცნება, მან იყიდა ქვეყანა და აბსოლუტურად არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში ადამიანები.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მოყვანილი მთავრობა უნდა გადადგეს.

კომენტარები