- 21 მარტს დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. გიორგი გაბაშვილის თქმით, რეგიონებში პოლიცია ცდილობს, რომ მოსახლეობას აქციაზე მოსვლა გაურთულოს. ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცავებს, ხელი არ შეუშალონ აქციის მონაწილეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლაში.
- „პირველ ადგილზე იყო, სხვათაშორის, ტაბულა, მეორეზე რუსთავი 2 და მაესტროც ძალიან კარგად უბამდა მხარს ამას და სხვათაშორის, ეს ძალიან სიმბოლურია" - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა მედიის მცდელობა დაესვათ მისთვის კითხვები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ შეხვედრაზე ჩქარობდა და ჟურნალისტებთან კომენტარი ამიტომ არ გააკეთა.
- მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე იმ მამხილებლებს ეხებათ, რომლებსაც უწყება შინაგან სამინისტროს დაცული ბაზიდან ინფორმაციის ნაციონალური მოძრაობისთვის მიწოდებას ედავებიან.
- საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დაკავებამდე საქართველოს პარლამენტის წინ საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო, პარლამენტის თავმჯდომარემ კი შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა. დავით უსუფაშვილმა კოლეგებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტში კონსესუსის მიღწევისთვის უსუფაშვილისგან მადლობა დაიმსახურა ნინო გვენეტაძემაც.
- დიდი ბრიტანეთ აღმოავლეთ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკის განვითარებისა და რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს. სპეციალური ფონდის შემქნის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში აცნობა. ფონდიდან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო, დარჩენილი 15 მილიონი - საქართველოს, მოლდოვას, ასევე ბოსნია ჰერცეგოვინასა და სერბეთისთვის.
ფოკუსი




