რატომ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საქმე წავიდა უკან. ერთი ნაბიჯი წინ ვერსად დავინახე... უნდა გადადგეს იმიტომ, რომ ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, იზრდება სიღარიბე, რომ მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს. ამ დაპირებების სჯეროდათ და ამ დაპირებების გამო აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდებოდა [ამომრჩევლებს], რომ იქნებოდა უფასო ფული, ელექტროენერგიის ტარიფი იქნებოდა გამესამედებული და განახევრებული, რომ ბენზინი გაიაფდებოდა ლარით, რომ ყველა ქათმის ბარკალი, რომელიც მანამდე მიშა სააკაშვილს მიჰქონდა, დაუბრუნდებოდა ქართველ ერს, რომ ჩინური სოფელი, რომელსაც აშენებდნენ, აღარ ააშენებდნენ. და დღეს თუ სადმე დადის მთავრობა, დადის ამის სანახავად. უნდა გადადგეს ეს მთავრობა იმიტომ, რომ პრემიას, რომელსაც დანამატი დაარქვეს, ჯიბეში იდებენ, ფუფუნება, მანქანები... ყველაფერი ამ ქვეყანაში მიდის უკან.
tbl.ge/vrm
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა. ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




