აღმოსავლეთ ევროპა

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსულ გავლენასთან ბრძოლაში დაეხმარება

REUTERS

დიდი ბრიტანეთი აღმოავლეთ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკის განვითარებისა და რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.

სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში აცნობა. ფონდიდან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო, დარჩენილი 15 მილიონი - საქართველოს, მოლდოვას, ასევე ბოსნია ჰერცეგოვინასა და სერბეთისთვის.

დევიდ კამერონის განცხადებით, უკრაინის კრიზისი ამ ქვეყნის ინსტიტუტების სისუსტემ განაპირობა და ამ პროგრამის მიზანია, ეს აღარ გამეორდეს.  ამ  გადაწყვეტილებით კამერონმა ფაქტობრივად პოსტსოციალისტური ქვეყნების დახმარების პროგრამა აღადგინა, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისში მოქმედებდა. 

კომენტარები