ფოკუსი

19 მარტი,2015

- 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსულტაცია გამართეს. ისინი საპატრულო პოლიციის უფროსს შეხვდნენ და აქციის ორგანიზების საკითხი განიხილეს.
- საქართველოს პრემიერმინისტრმა ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ოფისზე თავდასხმას თავად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის წევრები ხელკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა - პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს აივნიდან ხელკეტები და ქვები დაუშინეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემისთვის 9 თანამშრომელი დაითხოვა. დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თქვა, რომ სამინისტროს ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელი, რუსლან ბაზიაშვილი, ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრს, გივი თარგამაძეს აწვდიდა. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია მოქალაქე რამაზ დევაძის მიერ საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა იყო, რაც შემდეგ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა.
- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გეგმებით და ქვეყანაში ალიანსის ინფრასტრუქტურის შექმნით შეშფოთებულნი არიან, ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებისა შედეგებისადმი მიძღვნილ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშული. ოფიციალური მოსკოვი თბილისისგან ცხინვალთან და სოხუმთან ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვს.
- შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა მოსკოვსა და ცხინვალის შორის გაფორმებული ე. წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაგმო. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოადგენელმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგი დაწყებისას გააკეთა

კომენტარები