პრემიერმინისტრის განცხადება

პრემიერი უწყებებს: გამოიძიეთ თარგამაძის მიერ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიციელისგან ინფორმაციას უკანონოდ არ მოიპოვებდეს. პრემიერი მიმართავს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გივი თარგამაძის მიერ რუსლან ბაზიაშვილისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. პრემიერის თქმით, არავინ დგას კანონზე მაღლა.

"ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს გენინსპექციამ გაათავისუფლა 1 თანამშრომელი, რომელიც ფარულად, უნებართვოდ აწვდიდა ინფორმაციას დეპუტატ გივი თარგამაძეს. მივმართავ პროკურატურას, რომ დაუყონებლივ დაიწყონ აღნიშნული საკითხის შესწავლა და გამოძიება, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინონ რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის დაუშვებელი ფაქტი, ვინც არ უნდა იყოს ეს, იქნება ეს პარლამენტის თუ მთავრობის წევრი, მაღალი თუ უმაღლესი თანამდებობის პირი თუ სხვა. დღეს საქართველოში არავინ არ დგას კანონის მაღლა. ასე რომ, იქნება ეს წევრი თარგამაძე? რა თქმა უნდა, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით, მე ვიტყოდი. ვინაიდან, ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციელებისა და მთლიანად სამინისტროსთვის. ასევე მივმართავ შსს-ს, მათაც დაუყონებლივ დაიწყონ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება და გაარკვიონ, თუ შეიცავს აღნიშნული საკითხი დანაშაულის ნიშნებს. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციებს პოლიციელის თანამშრომლისგან. რაც უფრო დროულად მოხდება ასეთი უღირსი პოლიციელების გამოვლენა და მათი კანონის შესაბამისად დასჯა, იქნება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი",-თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები