არეულობა მაინის ფრანკფურტში

ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის შენობის გახსნა გააპროტესტეს

AP

გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში აქცია მკაცრი ეკონომიის კურსის წინააღმდეგ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ასეულობით მემარცხენე აქტივისტმა ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შტაბბინის გახსნა გააპროტესტა. აქტივისტებმა დაწვეს ავტომანქანები და პოლიციას ქვები დაუშინეს. სულ მცირე ორი პოლიციელი დაშავდა.

სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები