პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრემიერი: არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის დასწრება აუცილებელია

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრება აუცილებელი არ არის. 

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლაც მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავმჯდომარისაც, დეპუტატებისაც. ყველას გამოსვლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ახალი პრაქტიკა. არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს მთავრობის წევრების დასწრება აუცილებელია“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება.

კომენტარები