ზუგდიდის ინციდენტი

ნორლანდი ზუგდიდის თავდასხმაზე: ასეთი სახის ძალადობით საქართველო ვერ მოიგებს

ტაბულა

"ასეთი სახის ძალადობით საქართველო ვერ მოიგებს", - ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა.

"მხარეებს შორის როდესაც არსებობს დაძაბულობა, არცერთი მხარის სურვილი არ უნდა იყოს მისი ძალადობაში გადაზრდა. ორივე მხარემ უნდა შეძლოს საკუთარი შედარებით ექსტრემისტულად განწყობილი ელემენტების გაკონტროლება, რათა ძალადობის თავიდან აცილება მოხდეს. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ასეთი სახის ძალადობით საქართველო ვერ მოიგებს. სიფრთხილით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს", - განაცხადა ნორლანდმა.

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გუშინ დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა. მათ შორის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. ისინი ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პარტიის ოფისის შემდეგ მათ მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში გადაინაცვლეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილიც დაშავდა.

კომენტარები