საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ციხის თანამშრომელთა მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატიმრები სისტემატურად მიმართავდნენ პროკურატურას ეფექტური გამოძიების ჩატარებისა და მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა პროკურატურას დღემდე არ განუხორციელებია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარებას.





