ბორის ნემცოვის მკვლელობა

Новая Газета: ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული რუსმა სამართალდამცავებმა აწამეს

pic.com.ua

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული, ზაურ დადაევი სკანდალურ განცხადებას აკეთებეს. Новая Газета-ს სტატიაში ნათქვამია, რომ დადაევს რუსი სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მისაღებად სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ. 

"ზაურ დადაევი აცხადებს, რომ უცნობი პირები მას სამი დღე-ღამის განმავლობაში სარდაფში აწამებდნენ. ის ხელბორკილებით იყო მიბმუბლი თუჯის მილებზე, პერიოდულად გამოიყენებდნენ ელექტრო შოკს. მას თავზე წამოაცვეს ტომარა, რათა არ დაენახა ადამიანები რომლებიც მისი წამებით იყვნენ დაკავებულები. დადაევის ამ განცხადების მიუხედავად ციხის თანამშრომლებმა პატიმრის წარმების შესახებ სამართლებრივი პროცედურები არ დაიწყეს,"- ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები