ვითარება უკრაინაში

უკრაინა მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას წინადადებით მიმართა, მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 2015 წელს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების შესვლა დაუშვას.

უკრაინა 25 დღის განმავლობაში უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებს Sea Breeze 2015-ს უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობას 2 500-ამდე მოხელე, 9 გემი, 8 ვერტმფრენი, თვითმფრინავი და 50 უკრაინული სამხედრო მანქანა მიიღებს.

უკრაინაში დაპირისპირება კი გრძელდება. მინსკის შეთანხმების მიუხედავად, პრორუსი სეპარატისტები ბრძოლას განაგრძობენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ 64 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები