ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს

AFP

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მდინარის ფსკერზე ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს. შესაძლოა, ნემცოვს ერთ–ერთი იარაღიდან ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობასთან  დაკავშირებით უკვე პრიორიტეტული ვერსიაც აქვს და ის უკრაინულ კვალს შეეხება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა მიზნად რუსეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა.

პარარელულად რადიო ეხო მოსკვის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრე ვენედიქტოვმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ე.წ. დასახვრეტთა სია გახდა, რომელიც შესაძლოა ნემცოვის მკვლელებს აქვთ შემუშავებული.

შეგახსენებთ, მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ხიდზე 6 გასროლით მოკლეს.

კომენტარები