კომერციული პირებისთვის გაზის გაძვირება ორი თვით, პირველ მაისამდე გადაიდო, კომპანიებს ზარალს გადასახადის გადამხდელი დაუფარავს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, სუბსიდირება შესაძლოა პირველი მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. ამასობაში ირკვევა, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები ორნახევარჯერაა შემცირებული გასულ წელთან შედარებით, ხოლო ორჯერ იმის წინა ორ წელთან შედარებით. თეორემას სტუმრებთან ერთად შევეცდებით ამის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები გავიგოთ.
შევიტყვეთ ისიც, რომ კერძო კომპანიასთან დავის გამო დაყადაღებულია ბათუმის ნავთობ ტერმინალი, რომელიც ყაზახური სახელმწიფო კომპანიის საკუთრებაა. პრობლემები აქვს ენერგო პროსაც, რომელსაც სახელმწიფო რამდენიმე ათეულ მილიონს დოლარს ედავება. ჩეხურ პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომ დავის მოუგვარებლობის შედეგად შესაძლოა ჩეხეთმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გადადოს. თუმცა ჩეხეთის პარლამენტმა რატიფიკაციის განხილვა დღეს დაიწყო.
ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს მიმოვიხილავთ თეორემას სტუმრებთან ერთად.




