თეორემა

გივი თარგამაძე: მთავრობის გადაყენებას დავიწყებთ და მიზანს მივაღწევთ

საქართველოს მთავრობის დამკვირვებელს შეუძლებელია რუსი ავტორის ივანე კრილოვის იგავი არ გაახსენდეს გედის, კიბორჩხალას და ქარიყლაპიას შესახებ. ზოგი მინისტრი ცისკენ იქაჩება, ზოგი მიწისკენ, ზოგიც კი წყლისკენ - ამასობაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეკონომიკა მუხრუჭდება, ხალხი ღარიბდება. ასე მაგალითად, თუ იუსტიციის მინისტრი მისი ინიციატივით ჩატარებულ სავიზო რეფორმას წარმატებად გვასაღებს, დღეს, რუსთაველის 8 ნომერში მისული ეკონომიკის მინისტრი გვიმტკიცებდა, რომ ეს რეფორმა შეცდომა იყო. თუ პრემიერ მინისტრი გასული ორი წლის განმავლობაში მიზნად ისახავდა, რომ იმპორტი ექსპორტით უნდა ჩაენაცვლებინა, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ქვეყნები, არცთუ წარმატებულები არიან. თუ ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ აღტაცებით გვიყვებოდა, როგორ უთხრა ყველა ბიზნესმენმა, რომ გასული წელი საუკეთესო იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კვირიკაშვილი აღიარებს, რომ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია ხარვეზიანი იყო და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებმა ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ სხვა მინისტრებზე უკეთ აცნობიერებს რა მორევშიც შევედით, ამტკიცებს რომ ორ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ჯანსაღი მიდგომის შედეგია.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის ორ პროცენტიანი ზრდა, კახა ბენდუქიძის გათვლებს გამოვიყენებთ. აი რას წერდა ის 2010 წელს ტაბულაში:

"თუ ჩვენ გავიზრდებით -

წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით.

ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი"

გივი თარგამაძესთან ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები