პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო, მეორედ ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისში არ ჩავიდნენ. სხდომის გამართვისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის დასწრება, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 31-მა გაიარა. 

ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა გუშინ, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ქუთაისში ჩასვლას არ აპირებდნენ. გიორგი კვირიკაშვილისა და ნოდარ ხადურის თქმით, მათ ყველა კითხვას უპასუხეს.

ეკონომიკურ მდომარეობაზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მინისტრთა კაბინეტის წევრების ქუთაისში ჩასვლას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები ითხოვდნენ. რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო 28 თებერვალსაც ჩაიშალა.

კომენტარები