იყო კითხვა იმის შესახებ, მათ შორის ანალოგი იყო მოყვანილი, როდოს ჯობია ჩარევა, როცა [ავადმყოფს] სიცხე აქვს, როცა დასნეულდება და ა. შ . ადრე ჩარევას ამ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვს ეფექტური შედეგი. ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელსაც 15-ჯერ მეტი სავალუტო რეზერვი აქვს, ვიდრე ჩვენ. მათ დეკემბერში განახორციელეს მილიარდიანი ინტერვენცია. იანვარში განახორციელეს მილიარდ 100 მილიონიანი ინტერვენცია. ზუსტად იმ მეთოდით, რაზეც იყო საუბარი - ადრე რომ გაგვეხორციელებინა, იქნებ არ გაუფასურებულიყო. მიუხედავად ამისა, არც ერთმა, არც მეორემ არ უშველა. მოლდავეთში განხორციელდა 700 მილიონიანი ინტერვენცია და იქაც იქნა მიღებული გაუფასურების ჩვენზე უფრო მაღალი დონე. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება იყო მიღებულ და ერთ დღეში 32 პროცენტიანი დევალვაცია მოახდინეს.
tbl.ge/qiz
დაკოპირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სავალუტო ინტერვენციების ეფექტის შესახებ.
ამავე თემაზე
- არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე
- სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება
- თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
- სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – სებ
- რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი




