ვლადიმირ პუტინი

REUTERS: პუტინმა ყახაზეთში ვიზიტი ავადმყოფობის გამო გადადო

ვლადიმირ პუტინმა ავადმყოფობის გამო ყაზახეთში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ყახაზეთის მთავრობაში ანონიმურმა წყარომ განუცხადა. ასტანაში პუტინი ნურსულთან ნაზარბაევს და ალექსანდრ ლუკაშენკოს უნდა შეხვედროდა. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა ურთიერთშეთანხმებით გადაიდო. პუტინის ავადმყოფობის შესახებ ცნობაზე პესკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გაურკვეველი მიზეზით გადაიდო მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი და მარიონეტული რეჟიმის ლიდერი უნდა დასწრებოდნენ. უცნობია, დოკუმენტის ხელმოწერა რამდენი ხნით გადაიდო. 

კომენტარები