საფრანგეთში შეიარაღებულმა პირებმა 9 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
15 შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ ავალონთან ახლოს მე-6 ავტომაგისტრალზე თავს დაესხა ავტომობილებს, რომლებსაც ძვირფასეულობა გადაქონდათ. მათ იარაღის მუქარით მძღოლები გზაში დატოვეს და გაიქცნენ. მანქანები ნაპოვნია, თუმცა ძვირფასეულობა წაღებული.
შთამბეჭდავი - ასე მოიხსენიებს ფრანგული მედია ამ ყაჩაღობას. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.





