NATO-საქართველო

თარხნიშვილი თოფაძის განცხადებაზე: საქმე გვაქვს სახიფათო ტენდენციასთან

NATO-სკენ სვლა და ზოგადად ევროპისკენ და დასავლური სტრუქტურებისკენ სვლა ეს არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მრავალჯერ გამოხატული და დაფიქსირებული არჩევანი და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი განვითარების ერთადერთი გზა. ძალიან სამწუხარო და სახიფათოა, რომ ეს არ ესმის დღევანდელი სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთ მთავარ პარლამენტარს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რას აცხადებდა ბატონი ზურაბ აბაშიძე ამ მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ, რომ საქმე გვაქვს სახიფათო ტენდენციასთან და საქმე გვაქვს იმასთან, რომ საქართველომ შეიძლება შეიცვალოს თავისი საგარეო კურსი და უარი თქვას დასავლურ ინტეგრაციაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც "მე არ მომწონს, რომ NATO-ა ჩვენი გეზი" და "NATO-სგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი".

კომენტარები