პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას გააკეთებს

Jamestown.org

პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას გააკეთებს. დავით უსუფაშვილის ბრიფინგი 15:00 საათისთვის არის დანიშნული.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის 13 მარტს დანიშვნასთან დაკავშირებით განკარგულება გუშინ გამოსცა. მას რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ.

ამასთან, ხვალ, 12 მარტს დარგობრივი კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაესწრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, მაშინ, როცა საკომიტეტო მოსმენა ისედაც იყო დანიშნული, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომა არ უნდა მოეწვია. 

კომენტარები