პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. გიორგი მარგველაშვილის განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს, 12 საათზე დაინიშნა. განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები იქნება", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტისგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორედ მოითხოვა. ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ. თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევაც სურთ. 

კომენტარები