საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ალეკო ელისაშვილი საკრებულოში რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს

timer.ge

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოში რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ მერიაში კორუფციისა და საკადრო გადაადგილებების გამო საკრებულომ დავით ნარმანიას ანგარიში უნდა მოისმინოს.

ელისაშვილს მხარს 10 დეპუტატი უჭერს, თუმცა, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნისთვის კიდევ 3-ის ხელმოწერა არის საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს მას თავისუფალი დემოკრატების 4 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქცია, თუმცა, ელისაშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ისინიც უერთდებიან.

კომენტარები