მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22-ში ან 23-ში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით და მე არ ვსაუბრობ ზოგადად ნაციონალურად მოძრაობაზე, არამედ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, აპირებენ, რომ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი, ან ბაჩო ახალაია ან უგულავა, ერთ-ერთი ამ სამიდან. ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროო. მე არ მაქვს უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი შეიძლება იყოს ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა ამ სამიდან ის ვისაც მოწამლავენ, ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი შემდეგ დაბრალდება ხელისუფლებას და პრეზენტირებული იქნება ეს მოწამვლა დასავლეთში, აი რა ხდება საქართველოში
tbl.ge/dvb
დაკოპირდა

განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურდმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია იმედში, გადაცემა იმედის კვირაში საუბრისას
ამავე თემაზე
- პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ
- ადა მარშანია: დუმაში რუს დეპუტატებს ვხვდებით, ილოცეთ ჩვენზე
- კობახიძე: პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტს თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით
- ინაშვილი: ვანო ჯავახიშვილის შოუ ჩვენი დისკრედიტაციის ინსტრუმენტია
- მეჭიაური: იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც პატრიოტთა ალიანსს მიუღებელ ძალად მიიჩნევს