ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია, თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია ჩვენ, ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით.
tbl.ge/2ekl
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტზე. ცნობისთვის, რუსეთთან "დიალოგის დაწყების" მიზნით, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე დღეს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან.
ამავე თემაზე
- პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ
- ადა მარშანია: დუმაში რუს დეპუტატებს ვხვდებით, ილოცეთ ჩვენზე
- ინაშვილი: ვანო ჯავახიშვილის შოუ ჩვენი დისკრედიტაციის ინსტრუმენტია
- მეჭიაური: იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც პატრიოტთა ალიანსს მიუღებელ ძალად მიიჩნევს
- ინაშვილი: სააკაშვილი გეგმავს დიღმის ტრასაზე შემხვედრი ავტომანქანა დამეჯახოს