...ყოველდღე მისი განცხადება არის საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართული... თუნდაც ის განცხადება, რომ ქართულ შენაერთები იბრძვიან დებალცევოში. იქ ქართველები იბრძვიან და არა ქართული შენაერთები. ეს არის პროვოკაციული განცხადებები და არა მარტო ეს. სააკაშვილი ეწევა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან სერიოზულ სამუშაოებს. და მას ძალიან გაეხარდება, რომ ჩვენ რაიმე შარში გავეხვიოთ... ომს ვგულისხმობ. შეხედეთ რა ხდება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მიდის დემონსტრაციული კუნთების ჩვენება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვისაც. რუსეთი ამას გააგრძელებს და ძალიან სერიოზულად მიდის მუშაობა ამისთვის, მერწმუნეთ, ყველაფერი არ ითქმის არც სტუდიაში და არც პრესაში, ძალიან სერიოზული მუშაობა გვჭირდება, რომ ეს საფრთხეები ავაშოროთ ქვეყანას.
tbl.ge/olj
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობის შესახებ, ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში.




