თეორემა

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეფორმა და ნატოს გაფართოების პერსპექტივა

უსიამოვნო სიგნალები მოდის დასავლეთის ფრონტიდან - ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ, რომელსაც კრიტიკოსები რუსეთისადმი ზედმეტ ლმობიერებაში ადანაშაულბენ, მოამზადა დოკუმენტის პროექტი, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რეფორმას. სამეზობლო პოლიტიკის მიზანი გახლდათ ის, რომ ამ პროექტის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრობის გარეშე მიეღოთ ის სიკეთეები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. სწორედ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მივიღეთ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩვენ, უკრაინამ და მოლდოვამ.

სამეზობლო პოლიტიკას რომ რეფორმა სჭირდება ფაქტია - როდესაც პროექტი დაიგეგმა, ევროკავშირში იმ ილუზიის ტყვეობაში იყვნენ, რომ რუსეთი სამეზობლო პოლიტიკის წინააღმდეგი არ იქნებოდა. შესაბამისად რუსეთის ფაქტორი არ ყოფილა გათვალისწინებული. თუმცა არ ვიცით რა ხასიათი ექნება რეფორმას - რამდენად სწორი იქნება ის დასკვნა, რასაც ევროკავშირი რუსეთის ფაქტორის გათვალიწინებით გამოიტანს - ხომ არ მოხდება რუსეთისთვის დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების და მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეის ხარჯზე.

ამ ყველაფერს თან დაერთო საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს. რამდენად საგანგაშოა ეს სიგნალები და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები გადავლახოთ - ამაზე ვსაუბრობთ თეორემას მეორე ნაწილში.

კომენტარები