ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნიმ საპატიმრო დატოვა

AP

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ დღეს საპატიმრო დატოვა, მან 15-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადა.

ნავალნი 15 თებერვალს ოპოზიციის აქციის სასარგებლოდ აგიტაციისთვის დააკავეს. თავის პირველ კომენტარში ნავალნიმ ბორის ნემცოვის მკვლელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ტერორის აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და ოპოზიცია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. 

კომენტარები