ოკუპირებული ტერიტორიები

წულუკიანი: აფხაზეთსა და ცხინვალში დაწყებული წვრთნები შემაშფოთებელია

რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეს წვრთნები არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ეს არის ყველა იმ შეთანხმების დარღვევა, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაქვს, მათ შორის აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმების და საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვგმობთ. რა თქმა უნდა, ვართ უკიდურესად ყურადღებიანნი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს და შესაძლოა მომდევნო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არ იქნება ის, რაც ჩვენ გადაგვახვევინებს ევროპული გზიდან, იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო საველე წვრთნებთან დაკავშირებით.

კომენტარები