ჰარისონ ფორდი

მსახიობი ჰარისონ ფორდი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავდა

bbcimg.co.uk

მსახიობი ჰარისონ ფორდი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავდა.

72 წლის მსახიობი თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ხომალდის მოტორს პრობლემები შეექმნა. "ვარსკვლავური ომებისა" და "ინდიანა ჯონსის" ვარსკვლავი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილის, ბენის განცხადებით, ფორდის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2015 წლის მიწურულს "ვარსკვლავური ომების" ახალი ეპიზოდი გამოვა, სადაც ჰარისონ ფორდი ჰანს სოლოს პერსონაჟს გააცოცხლებს. უახლოეს პერიოდში კი "სამართებელზე მორბენალის" (Blade Runner) სიქველის გადაღებაა დაგეგმილი, რეჟისორ დენის ვილნუევს ფილმში საკულტო პერსონაჟის, დეკარტის დაბრუნება სურს, რომლის როლიც კვლავაც ჰარისონ ფორდმა უნდა შეასრულოს.

კომენტარები