ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ქართულმა ოცნებამ რაჭაში ჩვენი შეხვედრების ჩაშლა სცადა

ენმ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტის აქციისთვის მზადება დაიწყო. პარტიის წევრები ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეხვდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, შეხვედრაზე მის ჩასაშლელად კოალიცია ქართული ოცნების ადგილობრივი წარმომადგენლებიც მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიტიკური პარტია მსგავსი შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს.

"დღეს ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ იკადრა ის, რომ აგზავნის ადამიანთა ჯგუფებს, რათა ჩაშალოს ოპოზიციური პარტიის შეკრებები. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ მთლიანად ამოწურა ნდობის კრედიტი, ის არის მთლიანად გაკოტრებული მოსახლეობის წინაშე და ერთადერთი, რითაც შეუძლია, მას თავი გამოიჩინოს, არის ასეთი ხულიგნობა, როგორსაც დღეს აკეთებენ. მაგრამ საზოგადოების განწყობა არის მტკიცე. საზოგადოების განწყობა დაფიქსირდა დღეს ყველა შეხვედრაზე და ვფიქრობთ, რომ 21 მარტს ათეულობით ათასი ადამიანი გამოხატავს პროტესტს ამ უუნარო მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელიც არის ამ მიტინგზე დაგეგმილი. ეს არის უნიათო მთავრობის გადადგომა და საქართველოსთვის განვითარების შესაძლებლობის აღდგენა. საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა", - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. 

კომენტარები